პროდაქტ კონსალტინგი და შესყიდვები - უკვე დროა!
პროდაქტ კონსალტინგი

პროდაქტ კონსალტინგი

პროდაქტ კონსალტინგი - საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურება ინტერიერისა და ექსტერიერის პროდუქციის  მოძიების, შერჩევისა და ბიუჯეტის შედგენის მიმართულებით. მომსახურება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

I - სტანდარტებისა და მოთხოვნის შესაბამისი პროდუქციის მოძიება და სადემონსტრაციო დაფის შექმნა (პროექტის/ობიექტის ტერიტორიის, სივრცეებისა და ფართების გათვალისწინებით);

II - მოძიებული პროდუქციის (მთლიანის ან ნაწილის) ალტერნატიული ვარიანტების ტექნიკური მახასიათებლებისა და ფასების მოკვლევა, შემდეგ კი შედარებითი ანალიზის გაკეთება; 

III - შერჩეული/დადასტურებული პროდუქციის შესყიდვების გეგმის ჩამოყალიბება (წარმოება, ლოგისტიკა და სხვ.) და საჭირო ბიუჯეტის შედგენა;

IV - შესყიდვების განხორციელება.