პროდაქტ კონსალტინგი და შესყიდვები - უკვე დროა!
მისია

მისია

HCG - Hotel Contract Georgia არის კომპანია, რომლის ძირითადი მიმართულებაა ინტერიერისა და ექსტერიერის მასალების პროდაქტ კონსალტინგი, შესყიდვების დაგეგმარება და შესყიდვების წარმოება სასტუმრო, სარესტორნო, სამედიცინო დაწესებულებების, კომერციული შენობების და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო პროექტების მიმართულებით. 

კომპანიის მისიაა პროდაქტ კონსალტინგის და შესყიდვების დაგეგმარების მომსახურების პოპულარიზაცია. სფეროს პოპულარიზაცია საშუალებას იძლევა გაიზარდოს საქართველში განხორციელებული პროექტების რენტაბელობა და ხარისხი; მოხდეს მათი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში საჭირო არ გახდეს მათი მოდიფიკაცია და რეკონსტრუქცია/რენოვაცია. 

ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებმა მიიღონ მაღალხარისხიანი მომსახურება. შევთავაზოთ მათ ევროპული და ამერიკული ბრენდების პროდუქციის ფართო არჩევანი, რომელიც მსოფლიოში მიღებულ სტანდარტებს შეესაბამება; მიეცეს სტიმული თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ნატურალური,  ეკოლოგიურად სუფთა მასალებით დამზადებული პროდუქციის გამოყენებას. 

HCG წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან მწარმოებელ კომპანიებს ქართულ ბაზარზე, რომელთა პროდუქციას გააჩნია შესაბამისი სერთიფიკატები, რაც ხარისხის გარანტიას იძლევა.   

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე  გუნდი დაგეხმარებათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში.