პროდაქტ კონსალტინგი და შესყიდვები - უკვე დროა!

HCG - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების WELCOME TO GEORGIA-ს მეოთხე ოფიციალური ცერემონიის სპონსორი კომპანია

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia- მეოთხე ოფიციალური ცერემონია 17 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართა.


ღონისძიების სპონსორი იყო Hotel Contract Georgia, რომლის საქმიანობაც მიმართულია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ინტერიერის მასალების, მოპირკეთებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისკენ.


HCG-ის დირექტორმა მამუკა სააკაშვილმა გამოავლინა გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო, რომლის მფლობელიც გახდა Borjomi Likani. გამარჯვებულ სასტუმროს საჩუქრად გადაეცა პროდაქტ კონსალტინგის მომსახურება. 


ღონისძიებაში მონაწილეობდა 350-მდე კომპანია. მათგან საუკეთესოები დაჯილდოვდნენ 23 სხვადასხვა ნომინაციაში.